LIVE

აშშ-ის სამი დეპარტამენტი კომპანიებს სანქციების დარღვევის შედეგებზე აფრთხილებს

03 მარ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
აშშ-ის სამი დეპარტამენტი კომპანიებს სანქციების დარღვევის შედეგებზე აფრთხილებს

აშშ-ის ადმინისტრაციის სამი დეპარტამენტი ბიზნესის წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება გამოიწვიოს.

ამის შესახებ იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტმა ერთობლივი ნოტა გაავრცელეს

”უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, იუსტიციის დეპარტამენტის პრიორიტეტი იყო აშშ-ის ექსპორტისა და სანქციების კანონების მტკიცე აღსრულება და ამ კანონებისგან თავის არიდების მცდელობების შეჩერება”, - ამბობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწე მეთიუ ოლსენი.

ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ბელარუსში უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნები სომხეთი, თურქეთი, უზბეკეთი და ასევე, ჩინეთი (მაკაო და ჰონგ-კონგი).