LIVE

კალაძე: ადამიანებს სურთ ევროპაში მაღალანაზღაურებად სამუშაოზე წასვლა, ამაში ცუდი არაფერია

02 მარ 202312:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 1307
კალაძე: ადამიანებს სურთ ევროპაში მაღალანაზღაურებად სამუშაოზე წასვლა, ამაში ცუდი არაფერია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დიდია საქართველოს მოქალაქეების ევროპაში გადინება, შედარებით მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით.

მისი შეფასებით, ამაში ცუდი არაფერია.

„ძალიან დიდია გადინება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი წავიდეს ევროპაში და ნახოს უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო. რასაც საქართველოში საქმიანობს თუ იღებს პირობითად 2 000 ლარს, ევროპაში ამ საქმიანობაში 2 000 ევროს და უფრო მეტს აძლევენ და რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ წავიდეს, განვითარდეს და ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, ამაში ცუდი არაფერია“,- განაცხადა კალაძემ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ანგარიშის პრეზენტაციაზე.