LIVE

აშშ-ის რეაქცია გადამეტებულია - ჩინეთი TikTok-ის აკრძალვაზე

28 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
აშშ-ის რეაქცია გადამეტებულია - ჩინეთი TikTok-ის აკრძალვაზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს უცხოურ ფირმებზე ზეწოლის მიზნით, სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

გუშინ თეთრმა სახლმა სამთავრობო უწყებებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მათ თანამშრომლებს ფედერალურ მოწყობილობებზე ჩინური აპლიკაცია აღარ ჰქონდეთ.

აშშ-ის გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში ევროკავშირისა და კანადის მსგავსი ნაბიჯები უძღოდა. 

„ამ არასწორ ქმედებებს მტკიცედ ვეწინააღმდეგებით. აშშ-ის მთავრობამ პატივი უნდა სცეს საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, შეწყვიტოს კომპანიებზე ზეწოლა და უზრუნველყოს ღია, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემო აშშ-ში უცხოური კომპანიებისთვის. რამდენად არ უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფო, როგორიცაა აშშ, რომ ეშინოდეს ახალგაზრდების საყვარელი აპლიკაციის როგორიც ესაა,” - განუცხადა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე.  

ბოლო თვეებში დასავლელ ლიდერებს სულ უფრო მეტად აღელვებთ ვიდეოების პოპულარული აპლიკაცია, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის. 

TikTok-ის მიმართ არსებული ბრალდებების თანახმად, ის აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ამიტომ დაზვერვის ზოგიერთი სააგენტო მიიჩნევს, რომ სამთავრობო მოწყობილობებზე მისი ქონა საფრთხის შემცველია. 

TikTok ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეასრულებს მომხმარებლის მონაცემების გაზიარების შესახებ ბრძანებას და ამტკიცებს, რომ მისი მუშაობის პრინციპი სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან არაფრით განსხვავდება.