LIVE

მარსზე NASA-ს მისია Blue Origin-ის ახალი რაკეტით შესრულდება

10 თებ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
მარსზე NASA-ს მისია Blue Origin-ის ახალი რაკეტით შესრულდება

მარსის ირგვლივ მაგნიტურ ველს NASA ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული კერძო კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის ახალი რაკეტის მეშვეობით შეისწავლის

არსებული გეგმის მიხედვით, NASA-ს ESCAPADE მისიის ფარგლებში, New Glenn 2024 წლის ბოლოს ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან გაეშვება. 

ორ იდენტურ კოსმოსურ ხომალდს 11 თვე დასჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიონ მარსის ორბიტამდე, სადაც ისინი აიღებენ მონაცემებს პლანეტის მაგნიტოსფეროდან და მზის რადიაციასთან მისი ურთიერთქმედებიდან.

New Glenn, რომელიც მინიმუმ 25 მისიის ფარგლებში ფრენაზეა გათვლილი, NASA-ს ასტრონავტის, ჯონ გლენის სახელს ატარებს. ის გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც 1962 წელს დედამიწის ორბიტას შემოუარა.

Blue Origin-მა NASA-ს წინა მისიები შეასრულა პატარა, სუბორბიტალური რაკეტა New Shepard-ით, რომელსაც შეუძლია კვლევითი ტვირთი მოკლე მანძილზე, კოსმოსის კიდემდე გადაიტანოს. 

ESCAPADE მისია და ღირებულ სამთავრობო მომხმარებელთან თანამშრომლობა Blue Origin-ის ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის კონკურენციაში შედის SpaceX-სთან, United Launch Alliance-სთან და სხვა მთავარ მოთამაშეებთან.  

Blue Origin, რომელიც მდიდარი მომხმარებლებისა და ცნობილი ადამიანებისთვის ცნობილია თავისი ასტროტურიზმის ბიზნესით, ერთ-ერთია იმ 13 კომპანიიდან, რომელიც NASA-მ შარშან თავისი Venture-class Acquisition of Dedicated and Rideshare missions (VADR) პროგრამისთვის შეარჩია.