LIVE

ინტერპოლი მეტავერსში დანაშაულის კონტროლზე მუშაობს

12 თებ 202311:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
ინტერპოლი მეტავერსში დანაშაულის კონტროლზე მუშაობს

ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ სტოკი ამბობს, რომ გლობალური პოლიციის სააგენტო იძიებს, თუ როგორ შეუძლია ორგანიზაციამ გააკონტროლოს დანაშაული მეტავერსში.

მართალია მეტავერსი ფართოდ განსახილველ თემად იქცა, თუმცა ჯერ კიდევ არაა შემუშავებული სპეციალური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მომავალში ადამიანები თავიანთ ონლაინ ცხოვრებაში 3D ავატარებით იქნებიან წარმოდგენილი. ინტერპოლმა კი შექმნა საკუთარი ვირტუალური რეალობის (VR) სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ტრენინგის ჩატარება და ვირტუალურ შეხვედრებზე დასწრება. როგორც ინტერპოლის გენერალური მდივანი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო თანამედროვე მოვლენებს არ ჩამორჩეს. 

”დღეს კრიმინალები იმდენად დახვეწილები და პროფესიონალები არიან, რომ შეუძლიათ სწრაფად ადაპტირება ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტთან, რაც დანაშაულის ჩასადენადაა ხელმისაწვდომი... ამაზე საკმარისი რეაგირება გვჭირდება",- აღნიშნავს იურგენ სტოკი.

როგორც ინტერპოლის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების აღმასრულებელი დირექტორი მადან ობეროი ამბობს, არსებობს გარკვეული პრობლემები მეტავერსში დანაშაულის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მეტავერსის კვლევითი ორგანიზაციის, Kabuni-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინა ჯეინ პატელის თქმით კი ის, რაც უკანონო და მავნეა ფიზიკურ სამყაროში, უკანონო უნდა იყოს ვირტუალურ სამყაროშიც.