რამდენიმე დღეა აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი დაფრინავს. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
"აშშ-ის მთავრობამ აღმოაჩინა და თვალყურს ადევნებს მაღალი სიმაღლის სათვალთვალო ბურთს, რომელიც ამჟამად შეერთებული შტატების სივრცეშია. აეროსტატი ამჟამად მოძრაობს კომერციული საჰაერო მიმოსვლის სიმაღლეზე და არ წარმოადგენს სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, ნამსხვრევებთან დაკავშირებული საფრთხის გამო, მონტანაში დაფიქსირებული აეროსტატი არ ჩამოეგდოთ.
გამანადგურებელი თვითმფრინავები, მათ შორის, F22 მზადყოფნაშია მონტანას აეროპორტში, იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი მისი ჩამოგდების ბრძანებას გასცემს.