LIVE

A კატეგორიის ტაქსებს მგზავრის აყვანა/ჩამოსმის მიზნით საავტობუსე ზოლში გადასვლა შეეძლებათ

02 თებ 202311:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
A კატეგორიის ტაქსებს მგზავრის აყვანა/ჩამოსმის მიზნით საავტობუსე ზოლში გადასვლა შეეძლებათ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 1-ელი აპრილიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა შეეძლებათ.

როგორც კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განმარტა, მათ საავტობუსე ზოლში გადასვლა მხოლოდ მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით შეეძლებათ.

"ვგეგმავთ, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავატობუსე ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს ან ჩამოსვას. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ. ამ მიმართულებით შსს-სთან ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით",- განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსების რეფორმა 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. რეფორმის შედეგად გაიცა A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7798 ნებართვა.