LIVE

ნავთობის ფასი იზრდება, დოლარი უფასურდება

02 თებ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
ნავთობის ფასი იზრდება, დოლარი უფასურდება

გუშინ ღამით ნავთობის ფასი 3%-იანი კლების შემდეგ, ისევ გაიზარდა

დილის ვაჭრობაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 65 ცენტით, ანუ 0.8%-ით გაიზარდა და $83.49 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) კი 71 ცენტით, ანუ 0.9%-ით და $77.12. 

ნავთობის ფასის კლება მოყვა აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლებიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგის მოცულობის ზრდაზე მიუთითებდა.  

თუმცა მოგვიანებით, აშშ დოლარის გაუფასურებამ ნავთობზე მოთხოვნა გაზარდა, რასაც დაემატა OPEC+-ის პანელის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება. პანელმა გაფართოებულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ნავთობის მწარმოებელთა ჯგუფის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების პოლიტიკას. ჩინეთიდან მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდისა და რუსეთის მიწოდების გაურკვეველი პერსპექტივის ფონზე მიწოდების შეფერხების საშიშროებამ საწვავზე მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო.

დოლარის გაუფასურება აშშ-ის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა. წუხელ Fed-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთად 4.5%-4.75% განისაზღვრა. 

აშშ დოლარი სავალუტო კალათის მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა და $101.15 შეადგინა. 

ბოლო ვაჭრობის შემდეგ დოლარი ევროსთან 0.17%-ით გაუფასურდა და ერთი ევრო $1.1009-ს შეადგენს. 

ამჟამად ბიტკოინი $23 829, ხოლო ეთერიუმი $1 669 ღირს.