
ევროზონის ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შენელდა.
Eurostat-ის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 8.5%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების პროგნოზზე - 8.9%-ზე ნაკლებია.
ზედიზედ მესამე შენელება განპირობებული იყო ენერგიის ფასებით, მაგრამ ძირითადმა ინფლაციის საზომმა, რომელიც არასტაბილურ მაჩვენებლებს გამორიცხავს, ყველა დროის მაქსიმუმს - 5.2%-ს მიაღწია.
ახალი მონაცემები ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, სავარაუდოდ, უფრო სადავოს გახდის.
ამ დროისთვის მოსალოდნელია, რომ ბანკი რეფინანსირების განაკვეთს თებერვალსა და მარტში 50 საბაზისო პუნქტით, მაისში კი 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის. Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, განაკვეთი ახლანდელი 2%-დან 3.25%-მდე გაიზრდება.