LIVE

ჩინური Baidu ამერიკული ChatGPT-ის ანალოგს ქმნის

30 იან 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
ჩინური Baidu ამერიკული ChatGPT-ის ანალოგს ქმნის

ჩინური ინტერნეტ საძიებო პლატფორმა Baidu მარტში ამერიკული OpenAI-ს ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩეტბოტის გაშვებას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტექნოლოგიური კომპანია სერვისს დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით აამოქმედებს და საძიებო სისტემაში ეტაპობრივად გააერთიანებს.

წყაროს თქმით, ჩეტბოტის მეშვეობით, Baidu მომხმარებლებს ბმულების ნაცვლად, დამუშავებულ ინფორმაციას შესთავაზებს. 

ხელოვნების ინტელექტის ამერიკულმა კომპანიამ OpenAI ჩეტბოტი ChatGPT გასული წლის ბოლოს შექმნა. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია. მისი მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და შექმნან სხვადასხვა ტიპის ტექსტები. 

ამჟამად ჩინეთში ჩეტბოტები ფოკუსირებულია სოციალურ ინტერაქციაზე. ამისგან განსხვავებით, ChatGPT უკეთ ასრულებს პროფესიულ ამოცანებს, როგორიცაა პროგრამირება ან ესეების წერა.