
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და მეათედ მოიპოვა ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული.
35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ბერძენ მეტოქეს 6-3, 7-6 (7-4), 7-6 (7-5) ანგარიშით მოუგო.
"ეს იყო გრძელი, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული თავგადასავალი", - თქვა ჯოკოვიჩმა, რომელმაც ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი ჩამოაგდო.
CHAMPION @DjokerNole has mastered Melbourne for a TENTH time!@wwos • @espn • @eurosport • @wowowtennis • #AusOpen • #AO2023 pic.twitter.com/ZThnTrIXdt
დღევანდელი გამარჯვების ჩათვლით, ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 22 დიდი სლემის ტურნირი. ამ მაჩვენებლით ის რაფაელ ნადალის გაუთანაბრდა.