LIVE

ამსტერდამში ველოსიპედისთვის წყალქვეშა პარკინგი მოეწყო

28 იან 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 114
ამსტერდამში ველოსიპედისთვის წყალქვეშა პარკინგი მოეწყო

ამსტერდამში მატარებლის ცენტრალურ სადგურზე წყალქვეშა პარკინგი 7 000 ველოსიპედისთვის მოეწყო, რაზეც 65 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ეს ყველაზე დიდი ველოსიპედის პარკინგია ამსტერდამში. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები უკვე საერთაშორისოდ ცნობილია ველოსიპედისთვის გამართული ინფრასტრუქტურით, ახალი პარკინგი წყალქვეშ, ქალაქს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

მშენებლობის დაწყებამდე ინჟინრებმა ამსტერდამის ნავსადგურიდან წყალი ამოაშრეს, აუზის კიდეები კი ბეტონის კედლებით გაამაგრეს. ახალი ველოსიპედის პარკინგი იქნება განტვირთვა ამსტერდამის ცენტრალური სადგურისთვის, სადაც დაბინძურებული და გადატვირთული ძველი პარკინგი აღარ იქნება. ნიდერლანდები ველოსიპედის ქვეყანაა, უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ცენტრალურ სადგურზე სწორედ ველოსიპედით მიდის, ამიტომ ეს პარკინგი იქნება საშუალება იმისა, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ განათავსონ ველოსიპედები, ქუჩა კი უფრო მიმზიდველი და სუფთა გახდება.

ცნობისთვის, წყალქვეშა ველოსიპედის პარკინგის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ნიდერლანდებში ველოსიპედების რაოდენობა მოსახლეობაზე მეტია. ქვეყანაში სულ 23,4 მლნ ველოსიპედია, ხოლო პოპულაცია - 17,8 მლნ.