LIVE

Toyota Motor-ის ახალი CEO კოჯი სატო იქნება

26 იან 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 538
Toyota Motor-ის ახალი CEO კოჯი სატო იქნება

Lexus-ის პრეზიდენტი კოჯი სატო 1 აპრილიდან Toyota Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდება

Toyota-ს აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, აკიო ტოიოდა თანამდებობიდან გადადგა. ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს. საბჭოში განაგრძობს მუშაობას ამჟამინდელი თავმჯდომარე, ტაკეში უჩიამადაც. 

Toyota-ს განცხადებით, კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილმა, აკიო ტოიდამ პრეზიდენტის პოსტი 2009 წელს მას შემდეგ დაიკავა, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საავტომობილო ოპერაციების ყველა ეტაპზე, მათ შორის წარმოებაში, მარკეტინგსა და პროდუქტის განვითარებაში გამოცდილება მიიღო.  

"არასოდეს მქონია მშვიდი და აუღელვებელი წელი", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილ გარემოში არ მუშაობდა და მისი მართვის შესახებ კრიტიკის მოსმენა ადვილი არ იყო. 

"მჯერა, რომ გასული 13 წლის განმავლობაში, მყარი საფუძველი შევქმენი სადავეების გადასაცემად", - თქვა 66 წლის აკიო ტოიოდამ პრესკონფერენციაზე. 

Toyota-ს ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები ემთხვევა ელექტრომობილების გაყიდვების არასახარბიელო მაჩვენებელს.  მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გაყიდული მანქანების თვალსაზრისით ჩამორჩა სხვა მსხვილ გლობალურ კონკურენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ მანქანებში ის ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს.  

იმ ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც სრულად არიან ელექტრომობილებზე ფოკუსირებული, Toyota-მ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ ეს საუკეთესო გზაა.

თუმცა, ავტომწარმოებელი მრავალჯერადი დამუხტვის ბატარეების ნაცვლად, სხვებზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე. 

53 წლის სატო, რომელიც ამჟამად Lexus-ის ზედამხედველობის გარდა, Toyota-ს საოპერაციო ოფიცრის და ბრენდინგის მთავარი ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს, ამბობს, რომ მისი ახალი გუნდი ორიენტირებული იქნება ავტომწარმოებლის სრულფასოვან "მობილურ კომპანიად" გარდაქმნაზე.