LIVE

Crown Estate, რომელიც მონარქის ქონებას მართავს, Twitter-ს ქირის გადაუხდელობისთვის უჩივის

25 იან 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
Crown Estate, რომელიც მონარქის ქონებას მართავს, Twitter-ს ქირის გადაუხდელობისთვის უჩივის

Twitter-ს უძრავი ქონების მართვის კომპანია Crown Estate ლონდონში ოფისის ქირის გადაუხდელობის გამო უჩივის

Estate-მა, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ბიზნესმა, რომელიც მონარქის კუთვნილი ქონების პორტფელს მართავს, სოციალური მედიის კომპანიის წინააღმდეგ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას შეიტანა.  

სავარაუდო დავალიანება ეხება ლონდონის ცენტრში, Piccadilly Circus-ის მახლობლად მდებარე საოფისე ფართს. 

სოციალური მედიის გიგანტმა მედიის მიერ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. 

მეფის სტატუსის მიღების შემდეგ, მეფე ჩარლზ III-მ მემკვიდრეობით მიიღო სამეფო საკუთრებაში არსებული დიდი ბრიტანეთის ქონება, რომელსაც ტრასტი Crown Estate მართავს. მონარქის ქონება მოიცავს რეზიდენციებს, მდიდრულ საოფისე ფართს ცენტრალურ ლონდონში, ოფშორულ ქარის ელექტროსადგურებს და ასევე ფართს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Twitter-ის შტაბ-ბინად არის მითითებული. 

ქონება, რომლის ღირებულებაა $19,2 მილიარდია, მეფობის პერიოდში, ეკუთვნის მონარქს, მაგრამ არ არის მისი კერძო საკუთრება. გასულ წელს ქონებიდან მიღებულმა შემოსავალმა $385 მილიონი შეადგინა.