
მოსალოდნელზე სუსტი ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნების ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ინდექსები და მსხვილი კომპანიების აქციების ფასი დაეცა.
S&P 500 ინდექსისთვის გასული 24 საათი 15 დეკემბრის შემდეგ, ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ის 1.56%-ით გაუფასურდა. Dow Jones-მა 613 პუნქტზე მეტი, ანუ 1.81% დაკარგა. Nasdaq Composite 1.24%-ით დავარდა, რამაც შვიდი დღის მოგება შეაჩერა.
Dow Jones-ზე მიბმული კონტრაქტები საშუალოდ 224 პუნქტით, ანუ 0.7%-ით შემცირდა, S&P 500-სა და Nasdaq 100-ის კონტრაქტები 0.7%-ით და 0.9%-ით შემცირდა.
ბანკების: JPMorgan-ის, Bank of America-სა და Wells Fargo-ს აქციები ასევე შემცირდა, რამაც გავლენა ფართო ბაზარზეც იქონია.
რაც შეეხება სხვა პარამეტრებს:
• Bloomberg Dollar Spot Index 0.1%-ით დაეცა;
• ევრო 0.3%-ით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება $1.0826 გახდა;
• 1 ბრიტანული ფუნტის ფასი $1.2337-ია;
• იაპონური იენი 0.3%-ით გამყარდა და $128.51 შეადგინა.
• ბიტკოინი 0.3%-ით გაუფასურდა და ღირებულებამ $20 725 შეადგინა;
• ეთერიუმი 0.7%-ით გაუფასურდა და $1 517 გახდა;
აქციების ფასებზე გავლენა იქონია საცალო გაყიდვებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსის შემცირებამ, რამაც რეცესიის საფრთხე გააღრმავა.
ინვესტორები ახლა მეტ მონაცემს და მონეტარული პოლიტიკის შესახებ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მინიშნებას ელიან.