LIVE

კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ

18 იან 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კორუფციულ ფაქტებზე მკაცრი რეაქცია იქნება.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რომ კორუფცია საფუძველშივე ამოიძირკვოს.

"მინდა გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების,  ხელმძღვანელების ჩათვლით, რომ ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს ძალიან მძიმე საკითხია, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და ამოძირკვული იყოს.

თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. არავის არაფერს გავუტარებთ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია და ყველამ კარგად გაითავისოს აღნიშნული საკითხი",- აღნიშნა კალაძემ.