LIVE

საქართველოში კაპიტალდაბანდების გაორმაგება გვსურს - „კარფურის“ მფლობელი კომპანია

18 იან 202310:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 786
საქართველოში კაპიტალდაბანდების გაორმაგება გვსურს - „კარფურის“ მფლობელი კომპანია

კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰანი ვეისის განცხადებით, კომპანია აგრძელებს ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და სურთ საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გააორმაგონ.

ამის შესახებ ჰანი ვეისმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ.

განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე იყო მდგრადობა და ჩვენი გუნდების აქცენტირება განახლებად ენერგიაზე, რათა საქართველოში ჩვენი 80-ზე მეტი ობიექტისთვის უწყვეტი მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს ჰანი ვეისი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მფლობელია.