LIVE

ახალი ვინტაჟური ტექნოლოგია, რომლითაც Gen Z შეპყრობილია

22 იან 202311:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
ახალი ვინტაჟური ტექნოლოგია, რომლითაც Gen Z შეპყრობილია

Gen-Z-ის, ანუ 1990-იანების შუა წლებში დაბადებულ ახალგაზრდა თაობას, ახალი აკვიატება აქვს - .წ. დასაკეცი ტელეფონები, რომელიც 90-იანების შუა პერიოდის ტრენდია და მოულოდნელად პოპულარული გახდა Gen-Z-ის თაობაშიც.

ეს არის პატარა, მსუბუქი ტელეფონი, რომელიც Walmart-სა და Amazon-ზე ზოგჯერ $20 დოლარადაც კი ხელმისაწვდომია. 

ტრენდს ახალგაზრდა ცნობილი მსახიობებიც აჰყვნენ. მათ შორისაა Disney Channel-ის შოუს Liv and Maddie-ის მსახიობი დოვ კამერონი, რომლის თქმითაც ის უკვე გადავიდა 90-იანების დასაკეც ტელეფონზე, Matrix-y Flip-ზე, რადგან ბევრად იაფია. თანაც როგორც თავად ამბობს, თანამედროვე ტექნიკის მოხმარებით ხშირად დიდი დრო იკარგება. გარდა ამისა, დასაკეცი ტელეფონი საშუალებას იძლევა სოციალურ მედიებზე დამოკიდებულება შემცირდეს და ადამიანებთან ფიზიკური კომუნიკაცია მეტად ხშირი გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2004-დან 2019 წლამდე მოზარდების დეპრესიის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ამის ერთ-ერთ გამომწვევად კი სწორედ სოციალურ მედიებში დიდი დროის გატარება სახელდება. 

როგორ დაბრუნდა ვინტაჟური ტექნოლოგია ბაზარზე

"ილინოისის უნივერსიტეტის" პირველკურსელმა, 18 წლის სემი პალაცოლომ, გასული წლის დეკემბერში, სამ მეგობართან ერთად ადგილობრივი Walmart-ის მაღაზიაში სხვადასხვა ბიუჯეტური ტელეფონი შეიძინა, მოგვიანებით კი საკუთარ TikTok გვერდზე გამომწერებს მოუწოდა შეეძინათ მსგავსი ტიპის მოძველებული ტექნიკა. ამ ვიდეოს დღეს უკვე 14 მილიონზე მეტი ნახვა და 3 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, შემდეგ ჰეშთეგებით: #BRINGBACKFLIPPHONES და #y2kaesthetic.

ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ისიც, რომ ე.წ. დასაკეც ტელეფონებს გააჩნიათ უსაფრთხოების ფუნქციაც, რაც ახლობლის მოძებნაში დაგეხმარებათ. Gen Z-სთვის სიახლეა მოძველებული ტელეფონების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის ხარისხიც, რომელიც სულაც არაა სუფთა, თუმცა კარგად გადმოსცემს სიძველის ეფექტს. 

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის განცხადებით, მოსალოდნელია რომ 2025 წლისთვის დასაკეცი ტელეფონების ბაზარმა 29 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ახალი ტრენდი Samsung-მა უკვე აიტაცა და საკუთარ დასაკეც მოდელებზე დიდ ფსონებსაც დებს.