LIVE

სინგაპურულმა Indorama Corporation-მა რუსთავის აზოტი იყიდა

13 იან 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
სინგაპურულმა Indorama Corporation-მა რუსთავის აზოტი იყიდა

რუსთავის აზოტს ახალი მფლობელი ჰყავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation შემოვიდა, რომელმაც რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.  

უწყების თანახმად, სინგაპურული კომპანია, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45 000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.