კომპანია Pfizer-მა საქართველოში ACT Fast.GET TESTED კამპანია დაიწყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 3 თვე გაგრძელდება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დეკემბერში დაწყებული კამპანიის მიზანია შეახსენოს ადამიანებს ახალი კორონავირუსის ინფექციის სიმძიმეზე და პირველივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საჭიროებაზე. ამასთან, კამპანია ემსახურება COVID-19-ის მკურნალობის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.
„რადგან COVID-19 ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, მაღალი რისკის ჯგუფში ყოფნა ნიშნავს, რომ უმნიშვნელო სიმპტომებიც კი შეიძლება პროგრესირდეს და გახდეს ძლიერი დაავადების წინაპირობა. რისკის სტატუსის ცოდნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, COVID-19-სგან როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების დასაცავად. თუ იცით, რომ რისკ ჯგუფში ხართ და ფიქრობთ, რომ გაქვთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ გაიკეთეთ ტესტი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მკურნალობის შესაძლო მეთოდებზე. სწრაფი მოქმედება ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თერაპია უნდა დაიწყოს ინფიცირების პირველივე დღეებიდან“, - ამბობს ზარინა კოჟახმეტოვა, Pfizer-ის სამედიცინო ხელმძღვანელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, გლობალური COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში დაფიქსირდა 1.8 მილიონზე მეტი ინფიცირების და 16 ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა.