
Microsoft-ი აცხადებს, რომ შვებულების პოლიტიკას ცვლის და ამერიკელ დასაქმებულებს შეუზღუდავ შვებულებას სთავაზობს.
კომპანიის სპიკერის განმარტებით, ცვლილება 16 იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ აშშ-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდება.
კომპანია რამდენიმე წელია განიხილავს ცვლილებას, რათა დასაქმებულებს უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკი შესთავაზოს.
„2023 წლის 16 იანვრიდან Microsoft-ი შვებულების პოლიტიკას უფრო მოქნილს ხდის და გადადის დისკრეციულ დროზე (DTO). იმან, თუ როგორ, როდის და სად შეასრულებენ თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს მკვეთრად შეცვალა გარემო და DTO ემთხვევა მუშაობის უფრო მოქნილ გზებს“, - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.
ასეთი პოლიტიკაა უკვე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Microsoft-ის კუთვნილი LinkedIn, ასევე, Netflix და Goldman Sachs Group, სადაც ამ პირობით მაღალი რანგის ბანკირები სარგებლობენ.
Microsoft-მა დანერგა ჰიბრიდული სამუშაო მოდელი, მაგრამ ის ელის, რომ თანამშრომლების უმეტესობა დროის მინიმუმ 50%-ს ოფისში გაატარებს.