LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

09 იან 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 21634
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.82 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6990 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8809 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.