LIVE

"მაკდონალდსი" წელს 11 მილიონ ადამიანს მოემსახურა, ჩემპიონები ვართ - თემურ ჭყონია

30 დეკ 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
"მაკდონალდსი" წელს 11 მილიონ ადამიანს მოემსახურა, ჩემპიონები ვართ - თემურ ჭყონია

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას განცხადებით, "მაკდონალდს საქართველო" მიმდინარე წელს 11 მილიონ ადამიანს მოემსახურა. 

როგორც თემურ ჭყონიამ აღნიშნა, მომავალ წელს კიდევ სამი რესტორნის გახსნა იგეგმება.

"მთელი წლის განმავლობაში 11 მილიონ ადამიანს მოვემსახურეთ. სულ 21 რესტორანი გვაქვს, რომელსაც წელიწადში ბიუჯეტში 23-25 მილიონი ლარი შეაქვს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ჰორეკა სექტორში, რაც კი რესტორნები არსებობს, მასზე მაღალია. ჩემპიონები ვართ",- აცხადებს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის, "მაკდონალდს საქართველო" 21 რესტორნითაა წარმოდგენილი, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. რესტორნების ჯამური ინვესტიცია 26 მილიონი ლარია.