მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერები საშობაო და საახალწლო წვეულებებისთვის სუპერიახტებით კარიბის ზღვისკენ მიიწევენ. გასულ თვესთან შედარებით, რეგიონში იახტების რაოდენობა გაორმაგდა.
Bloomberg-ის მონაცემებით, კარიბის ზღვის აუზში ძვირადღირებული იახტების რიცხვი 200-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა ნოემბრის ბოლოს სულ 81 ფიქსირდებოდა.
რეგიონში სუპერიახტებს შორის ყველაზე დიდია დევიდ გეფენის 140-მეტრიანი Rising Sun-ია, მას 117-მეტრიანი Infinity და კანადელ-იამაიკელი მილიარდერის მაიკლ ლი-ჩინის 115-მეტრიანი Ahpo მოსდევს.
მსოფლიოს მეორე მხარეს, მალდივებში, სადღესასწაულო დღეებში იახტების რაოდენობა ასევე გაიზარდა. 17 ძვირადღირებული გემიდან, რომლებიც იქ არის გაჩერებული, უდიდესია 88-მეტრიანი Lauren L.
Boat International-ის თანახმად, წელს 600 სუპერიახტა გაიყიდა და მათმა ჯამურმა ფასმა სულ 3,6 მილიარდი ევრო შეადგინა.