გაზსადენზე, რომლითაც ევროპა რუსეთიდან, უკრაინის გავლით, გაზს იღებს, აფეთქება დაფიქსირდა.
რუსული მედია რეგიონის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მონაკვეთზე მოხდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა.
ამ დროისთვის, დასავლეთ ევროპაში რუსული გაზი მხოლოდ უკრაინის გავლით შედის.
Gazprom-მა ინფორმაციაზე Bloomberg-ის მოთხოვნას არ უპასუხა.