LIVE

აქტიური კრიპტომომხმარებლების მხრივ, ნიგერია და თურქეთი ლიდერობენ

26 დეკ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
აქტიური კრიპტომომხმარებლების მხრივ, ნიგერია და თურქეთი ლიდერობენ

მსოფლიოში თითქმის ყოველი მეშვიდე ზრდასრული ადამიანი ბლოკჩეინზე რეგულარულ ტრანზაქციებს ახორციელებს. აქტიური კრიპტომომხმარებლების მხრივ, ნიგერია და თურქეთი ლიდერობენ. ბიზნეს მონაცემთა კომპანიის Morning Consult-ის ივლისის მონაცემების თანახმად, ამ ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი კრიპტოვალუტას ყოველთვიურად ყიდულობს ან ყიდის.

კრიპტო მაინერების მიერ ყოველწლიურად ატმოსფეროში, დაახლოებით, 170 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი გადის, რაც ნიდერლანდების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ტოლფასია. ­­­

კრიპტოტრეიდერების ქცევის ამოხსნა რთულია. ნიგერიისა და თურქეთის შემთხვევაში, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სურვილი, თავი დააღწიონ ამ ქვეყნების საგარეო ვალუტის კონტროლს და ორნიშნა ინფლაციას. ადამიანების ნაწილი მას ინტელექტუალური და შემოქმედებითი მიზნებისთვის მიმართავს. სხვებისთვის მას ისეთივე აზარტი ახლავს, როგორც ლატარიის ბილეთს ან დოღს. 

„ცნობისთვის, მე არასოდეს მჯეროდა კრიპტოს მხარდამჭერის არგუმენტის, რომ ეს ვალუტის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა ან კეთილდღეობის გარანტია, ან თუნდაც ის, რომ მას რაიმე ადგილი აქვს საინვესტიციო პორტფელში. ის ფაქტი, რომ უამრავმა უბრალო ადამიანმა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია ჩადო, მთავრობებს უნდა აშფოთებდეს და ისინი მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ რეგულირებისთვის, არამედ დარტყმისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ხალხის ფული პონცის სქემაში არ იფლანგება", - წერს Bloomberg-ის ავტორი, დევიდ ფიკლინგი. 

ავტორი წერს, რომ უამრავი ადამიანის საქმიანობა აშკარა ფუნდამენტურ მოთხოვნილებას არ ემსახურება და შეიძლება საზიანოც კი იყოს. სიამოვნება, რომელსაც ადამიანები ასეთი უმიზნო საქმიანობით იღებენ, თავისთავად ღირებულ მიზნად უნდა იქნას აღიარებული. 

პოლონელი ოფთალმოლოგის, ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფის მიერ შექმნილი ენაზე, ესპერანტოზე მოსაუბრეები საუკუნეებია, რაც საკუთარ ჰობს მისდევდნენ. მან დიდი გავლენა იქონია არაესპერანტო სამყაროზე. ესპერანტისტებს აქვთ საკუთარი დროშა და რადიო მაუწყებლობა. მათ რამდენჯერმე სცადეს, რომ შეექმნათ ვალუტა. ისინი დღემდე წერენ ესპერანტოენოვან პოეზიას და რომანებს, ატარებენ ყოველწლიურ კონფერენციებს. საერთო ჯამში, მათ შექმნეს უცნაურობის მოყვარულთა საოცრად ნაყოფიერი და მდგრადი მსოფლიო საზოგადოება.  

ეს მიანიშნებს, რომ კრიპტოვალუტას უფრო იმედისმომცემი მომავალი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით, ჩანს. რეგულაციებით შესაძლებელი იქნება მილიონობით ადამიანის ინტერესსა და ზიანს შორის ბალანსის დაცვა. 

“თითქმის ყველა უწყინარი გართობა, რომელშიც ახლა ადამიანები არიან ჩართული, ოდესღაც ახალი იყო და ამრეზით უყურებდა, ვისაც ეს არ სიამოვნებდა. ერთ დღესაც კრიპტო და NFT ამ აქტივობებს შეუერთდებიან”, - წერს ფიკლინგი.