LIVE

ახალგაზრდებს შრომა არ მოსწონთ, კადრების დეფიციტის მიზეზი ესაა - "კრისტალ გრუპი"

25 დეკ 202212:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
ახალგაზრდებს შრომა არ მოსწონთ, კადრების დეფიციტის მიზეზი ესაა - "კრისტალ გრუპი"

"კრისტალ გრუპის" გაყიდვების მენეჯერი, გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ კადრების დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება არაა. 

როგორც გიორგი მაისურაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, თანამედროვე ხშირ შემთხვევაში, საქმის ნულიდან დაწყება არ უნდათ.

"არის საუბრები, რომ კადრების დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა. ეს აზრს მოკლებულია. სამწუხაროდ, ქართველებს, თანამედროვე ახალგაზრდებს შრომა არ მოსწონთ. ბევრ ახალგაზრდას აღარ უნდა სამსახურის ნულიდან დაწყება. მათ რატომღაც ჰგონიათ, როგორც კი უნივერსიტეტს დაამთავრებენ, ეგრევე დეპარტამენტის ხელმძღვანელები უნდა გახდნენ", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

"კრისტალ გრუპის" გაყიდვების მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ კადრების დეფიციტის უმთავრესი მიზეზი ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვებაა.

"კადრების დეფიციტის უმთავრესი პრობლემა ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. ხალხი საზღვარგარეთ მიდის, თუმცა არ ვთვლი, რომ უცხოეთში წასული კადრები იქ ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.