LIVE

ბოლო ორ წელში 50-მდე საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა - მინისტრის მოადგილე

19 დეკ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
ბოლო ორ წელში 50-მდე საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა - მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო ორ წელში 50-მდე საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კომპანიების შემოსვლამ ქვეყანაში მაღალკვალიფიციური ტალანტების შემოდინებაც გამოიწვია.

"ორი წლის წინ სახელმწიფომ სპეციალური საგადასახადო ჩარჩო შეიმუშავა, რომელიც IT კომპანიებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ამ მიდგომის შედეგად, დაახლოებით 50-მდე საერთაშორისო კომპანიამ საკუთარი ოფისი საქართველოში გადმოიტანა. ამან დიდი რაოდენობით მაღალკვალიფიციური ტალანტების შემოყვანა გამოიწვია. აღნიშნული მიმართულების განვითარება გრძელდება და მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კომპანიებს, რომლებიც შემოდიან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

ამასთან, მინისტრის მოადგილემ პასუხი არ გასცა "ბიზნეს ფორმულას" კითხვას, რამდენი რუსული IT კომპანია შემოვიდა საქართველოში თებერვლის შემდეგ.