არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მესამედ მიღება სიხარულის იშვიათი მიზეზია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის სამნიშნა ინფლაციას ებრძვის და თვეების განმავლობაში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობას განიცდის.
ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ თამაშში საფრანგეთთან პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება კაპიტნისა და გუნდის მარგალიტის, ლიონელ მესის პირადი ტრიუმფი იყო.
ბუენოს-აირესის ცენტრში ჩემპიონატის ფინალის სანახავად შეკრებილ ეროვნული დროშის ფერებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ფინალმა საშუალება მისცა, რომ ყოველდღიური პრობლემებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ.
კრიზისისკენ მიდრეკილ არგენტინაში მუდმივი პრობლემაა ინფლაცია. მოსალოდნელია, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს 100%-იანი ინფლაციით დაასრულებს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 50% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების რიცხვი გაიზარდა და უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა, ინფლაციის გამო, ბევრი ახალი თანამშრომელი ნაკლებად მსყიდველუნარიანია და ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე იზრდება.
სავარაუდოდ, ქვეყანაში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ეკონომიკას კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის. ამ ყველაფერს ემატება ბუნებრივი მოვლენები - გვალვა, სავარაუდოდ, საქონლის ექსპორტს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის 100%-ნიშნულთან შენარჩუნდება.
გულშემატკივრები ამბობენ, რომ ნაკრების გამარჯვება მათთვის ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ სულ მცირე ცოტა ხნით მაინც ყველას ერთ მხარეს აყენებს.