LIVE

ბეზოსი და გეიტსი ტვინის იმპლანტზე მომუშავე Synchron-ის ინვესტორები გახდნენ

17 დეკ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 167
ბეზოსი და გეიტსი ტვინის იმპლანტზე მომუშავე Synchron-ის ინვესტორები გახდნენ

სტარტაპმა Synchron, რომელიც ტვინის იმპლანტებზე მუშაობს, 75 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. 

კომპანიის ინვესტორებს შორის ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიტსი არიან. კერძოდ, Synchron-მა განაცხადა, რომ დაასრულა 75 მილიონი დოლარის დაფინანსების რაუნდი, რომლის ნაწილიც საინვესტიციო კომპანია Bezos Expeditions-ისგანაა. პროცესს ხელმძღვანელობდა ARCH Venture Partners და ინვესტორებშია Gates Frontier-იც, Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის საინვესტიციო ფილიალი. დაფინანსების რაუნდში მოქმედი ინვესტორებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის Khosla Ventures.

ტვინის კომპიუტერ ინტერფეისებს, იგივე BCI-ს შეუძლია ტვინის ნაწილების ინტერპრეტაცია და სტიმულირება, ის განიხილება, როგორც ტვინის დაზიანების მკურნალობის შესაძლებლობა.

Synchron-ის დამფუძნებელი, ტომ ოქსლი ამბობს, რომ ინვესტორებმა "BCI დაინახეს, როგორც მომავალი თერაპიული საშუალება". Synchron-ის Switch მოწყობილობა მიზნად ისახავს დაეხმაროს პარალიზებულ ადამიანებს, რომ კომუნიკაცია კომპიუტერის გონების საშუალებით კონტროლით შეძლონ. კომპანიამ უკვე შეარჩია სამი პაციენტი აშშ-ში ტესტირებისთვის და იმპლანტი ორ მათგანს ჩაუნერგა.

დაფინანსების უახლესი რაუნდის შედეგად, კომპანიის მთლიანი დაფინანსება $145 მილიონამდე გაიზარდა. კვლევითი ფირმა Pitchbook-ის თანახმად, Synchron-ი მასკის Neuralink-სა და მაქს ჰოდაკის Science-ს ჩამორჩება, მაგრამ ბევრად უსწრებს სხვა BCI კომპანიებს.