LIVE

გავრილოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია

16 დეკ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
გავრილოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია. 

როგორც გავრილოვმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, ამისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მზაობაა საჭირო. 

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა გამბედაობას ვერ იკრებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაალაგოს და პირდაპირი ფრენების აკრძალვა გაუქმდეს. დროა, ურთიერთობები დალაგდეს, მით უმეტეს, როცა დასავლურ დემოკრატიას ნიღაბი ჩამოეგლიჯა და გასაგებია ვის რა ინტერესები აქვს", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

როგორც პუტინის ომის მხარდამჭერმა დეპუტატმა განაცხადა, რუსეთს და საქართველოს მრავალსაუკონოვანი ურთიერთობა აქვთ, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაფართოებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. 

"დადგა დრო, კონტინენტური ბაზრები გარე ზეწოლისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. განვავითაროთ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი", - განაცხადა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყდა. კერძოდ, 2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა.