LIVE

დასაქმებულებს ისეთ ანაზღაურებას ვთავაზობთ, როგორიც მეცნიერებს არ აქვთ - "თრუსოს" დამფუძნებელი

11 დეკ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 4420
დასაქმებულებს ისეთ ანაზღაურებას ვთავაზობთ, როგორიც მეცნიერებს არ აქვთ - "თრუსოს" დამფუძნებელი

სასტუმრო და რესტორან "თრუსოს" დამფუძნებელი, თეონა ქუთათელიძე აცხადებს, რომ მიუხედავად გაზრდილი ხელფასებისა, გუდაურში კადრების მოძიება ჭირს.

როგორც თეონა ქუთათელიძე "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, კომპანიაში დღიური ანაზღაურება 40 ლარიდან იწყება, რაც დასაქმებულისთვის საკმარისი უნდა იყოს.

"ვეძებთ მზარეულებს, ადმინისტრატორებს, გაყიდვების მენეჯერებს და ა.შ. გვიჭირს მათი პოვნა. ვფიქრობ, ანაზღაურების პრობლემა არაა, რადგან ჩვენ ისეთ ანაზღაურებას ვთავაზობთ, როგორიც პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს არ აქვთ. დაახლოებით 40 ლარიდან იწყება დღიური ხელფასი, ამას ემატება ბონუსები, კვება და საცხოვრებელი უფასო. ეს 40 ლარი ყველაზე დაბალი პოზიციის, მზარეულის დამხმარის ანაზღაურებაა. კადრების დეფიციტის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხალხი სექტორიდან და ქვეყნიდან გაედინება, დარჩენილი მუშა ხელი კი უკვე გადანაწილებულია“, - აცხადებს თეონა ქუთათელიძე.

ამასთან, რესტორატორი ამბობს, რომ გუდაური ზამთრის სეზონს წელსაც გამოწვევებით ხვდება. მისი თქმით, მოუგვარებელია ინფრასტრუქტურა, კურორტს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჰყავს, რაც დამსვენებლებისთვის გამოწვევაა.