LIVE

FTX-ის დამფუძნებელი თაღლითია - ჩანგპენგ ჟაო

01 დეკ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
FTX-ის დამფუძნებელი თაღლითია - ჩანგპენგ ჟაო

Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო ამბობს, რომ კონკურენტი FTX-ის გაკოტრებაში საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე პასუხისას, ჟაომ განაცხადა, რომ FTX-ის კოლაფსი, სემ ბენკმან ფრიდის შესაძლო თაღლითობის შედეგია. მისი თქმით, FTX-ის დამფუძნებელმა, ბევრი ადამიანი დააზარალა, მოატყუა ინვესტორები, მარეგულირებლები და მომხმარებლები.

მან განმარტა, რომ Binance გარკვეული ტრანზაქციების განხორციელებისას FTD ტოკენებს იღებდა, როგორც ერთგვარ საკომისიოს, ერთხელაც კი აღმოაჩინეს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ტოკენები დაუგროვდათ და მათი გაყიდვა გადაწყვიტეს. 

„ერთ-ერთ განხილვაზე ჩვენმა გუნდის წევრმა იკითხა, რა შეიძლება მოვუფიქროთ ამ დაგროვილ ტოკენებს, არც კი გვახსოვდა, რომ ამ რაოდენობის გვქონდა, ამიტომ ვიფიქრეთ, რატომაც არა და გამოვიტანეთ გასაყიდად. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო სამყარო გამჭვირვალეა, მომხმარებლებმა ბლოკჩეინზე დააფიქსირეს საკმაოდ დიდი მოცულობის ტრანზაქცია, ამან იქონია ზეგავლენა ბაზარზე, ეს შეიძლება ყოფილიყო მასტიმულირებელი, თუმცა კრიპტობირჟის კოლაფსი ჩვენ ნამდვილად არ გამოგვიწვევია,"- განაცხადა საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფმა ჩანგპენგ ჟაომ.

დღეს, FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმან ფრიდმა, New York Times-თან ინტერვიუში, DealBook-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ FTX-ის კოლაფსი მენეჯმენტის შეცდომამ გამოიწვია.

"ცუდი თვე მქონდა, დიახ, შესაძლოა ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა თაღლითი არ ვარ და ყველაფერს გავაკეთებდი, უკან დაბრუნება და მდგომარეობის გამოსწორება რომ შემეძლოს",- აღნიშნა ფრიდმა ვიდეო მიმართვისას.

ცნობისთვის, FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.   მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.