LIVE

Amazon-მა შაბათ-კვირას რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა

01 დეკ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
Amazon-მა შაბათ-კვირას რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტმაღაზია Amazon-მა მადლიერების დღის კვირეულში, შაბათ-კვირას, გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

მიუხედავად გლობალურად გაზრდილი ინფლაციისა, მომხმარებლებმა ონლაინ შეიძინეს ყველაფერი, დაწყებული New Balance სპორტული ფეხსაცმელებიდან, Nintendo Switch სათამაშო კონსოლებით დასრულებული. როგორც თავად კომპანია Amazon-ში აღნიშნეს, წელს ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის მოხვდა Fire TV Sticks, AirPods და Champion-ის ტანსაცმელი.

მართალია, Amazon-ს გაყიდვების ჯამური მაჩვენებელი ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წელს აშშ-ს მცირე ბიზნესების გაყიდვებმა პლატფორმაზე $1 მილიარდზე მეტი შეადგინა.

"საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ" განაცხადა, რომ წელს მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ხუთ დღიან პერიოდში, ონლაინ იშოპინგა ადამიანების რეკორდულმა რაოდენობამ (196,7 მილიონი). Adobe Analytics-ის თქმით კი ორშაბათს გაყიდვების მაჩვენებელი $11,3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მას აქცევს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდ ონლაინ შოპინგის დღეს.