LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

01 დეკ 202212:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი სასტუმრო - Gori Inn გაიხსნა.  

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით.

Gori Inn რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და გახსნა შევძელით. ვფიქრობთ, გორს, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს და მას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად გორის მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე უფლისციხე ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროების სექტორის განვითარება, რადგან გორი იყოს კიდევ უფრო მეტად გამორჩეული ტურისტული ქალაქი, როგორც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, ასევე მაღალი დონის სასტუმროების კუთხით“, - განაცხადა სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო აფციაური ამბობს, რომ ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით ვაკა ისთეითმა  გორში ასეთი მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაძლიერებას და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა ნინო აფციაურმა.

(R)