LIVE

ევროზონის ინფლაცია შენელდა და 10%-ს გაუტოლდა

30 ნოე 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
ევროზონის ინფლაცია შენელდა და 10%-ს გაუტოლდა

ნოემბერში ევროზონაში ინფლაცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად შენელდა და 10% შეადგინა.  

ეს მაჩვენებელი ნაკლებია Bloomberg-ისა და Reuters-ის ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 10,4%-ზე. ინფლაციის ტემპის შენელება საწვავსა და მომსახურების სფეროზე ფასის ნაკლებმა მატებამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ საკვების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ოქტომბერში ევროზონაში ინფლაციამ 2020 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს - 10.6%-ს მიაღწია. 

ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფლაციის მონაცემები უმნიშვნელოვანესი იქნება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. ახლა, როცა ინფლაცია შენელდა, მოსალოდნელია, რომ ბანკი მორიგ ჯერზე განაკვეთს 75 საბაზისო პუნქტით არ გაზრდის. მონეტარული პოლიტიკის შესახებ ბანკი გადაწყვეტილებას 15 დეკემბერს მიიღებს. 

ფულის ბაზრებზე წლის ბოლომდე განაკვეთის 57 საბაზისო პუნქტით ზრდას ელიან.