LIVE

მერია გზებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს - კახა კალაძე

29 ნოე 202215:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 342
მერია გზებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ქუჩების დავიწროების პრობლემას არა დედაქალაქის მთავრობა, არამედ არასტანდარტული გზები იწვევს.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, არსებობს ქუჩები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთზე ბუნებრივად ვიწროვდება, რაც საცობს ქმნის.

"ბევრჯერ  გვსმენია კრიტიკა, რომ მერია ქუჩებს ავიწროებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად - იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, "ლაგუნასთან" უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცობების განტვირთვის მიზნით ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.