LIVE

არაბრენდირებული სადგურების ნაწილში კონტრაბანდული საწვავი იყიდება - ვახტანგ იობაშვილი

02 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 504
არაბრენდირებული სადგურების ნაწილში კონტრაბანდული საწვავი იყიდება - ვახტანგ იობაშვილი

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში" აცხადებენ, რომ არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში კონტრაბანდული საწვავი იყიდება.

ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 8 ათას ტონამდე კონტრაბანდული საწვავი შემოდის, ძირითადი წყარო კი რუსეთი და აზერბაიჯანია.

"საქართველოში კონტრაბანდული საწვავი ოკუპირებული აფხაზეთიდან, მდინარეებით გადმოაქვთ. ამასთან, რუსეთიდან დიდი რაოდენობით ტრაილერები გადმოდის ტრანზიტით, რომლებსაც კონტრაბანდული საწვავი გადმოაქვთ. ასევე, მარტყოფის მიდამოებთან, სადაც დიდი ტყე-პარკებია, იქ მოდის რუსული, ირანული თუ თურქული ტრანსპორტი, გადაკეთებული ავზებით. მაგალითად, წითელ ხიდზე მოდის თითქოს სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც მგზავრები არ სხედან, შიგნით დამონტაჟებულია 3 ტონიანი ავზები. ეს სასათბურე პირობებს ქმნის და არაბრენდირებულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საწვავი იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე მსხვილ იმპორტიორებს შეუძლიათ", - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე "ბიზნეს ფორმულასთან" და დასძენს, რომ მთავრობის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო.