LIVE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორობის ფორუმი გაიმართება

29 ნოე 202210:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით პარტნიორობის ფორუმი გაიმართება

29 ნოემბერს, 15:00-18:00 საათზე, სასტუმრო „პულმან აქსის თბილისი თაუერსში“, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, პარტნიორობის ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, დევიდ ჰოფმანი გახსნიან.

ფორუმის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკუთარ იდეებს წარადგენენ და ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ღონისძიების პირველი ნაწილი მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე პანელური დისკუსიას დაეთმობა. ასევე, პრეზენტაციებს წარადგენენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებენ. ფორუმის მონაწილეები მოისმენენ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის - კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის პარტნიორობის ქცევითი ანალიზის მოკლე პრეზენტაციას.

პარტნიორობის ფორუმის მეორე ნაწილი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებს დაეთმობა. ხუთი კომპანია, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალურად მოისმენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტების მოკლე პრეზენტაციას და გამარჯვებულს ადგილზე შეარჩევს. ღონისძიება კომპანიების მიერ შერჩეული პროექტების წარდგენის სიმბოლური ცერემონიით დასრულდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და 30-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლებიც შრომითი და ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, გარემოსდაცვითი მიმართულებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით მუშაობენ.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Giving Tuesday-ს გლობალურ კამპანიას უერთდება. პარტნიორობის ფორუმის მთავარი მოწოდება იქნება Giving Opportunities to Real Changemakers.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან კომპანიები: Liberty Bank, BIM Cube, CSD Consulting, RMG, Combined Ratio Solutions.

საკონტაქტო პირი: თამარ ღუნაშვილი 599800553

(R)