LIVE

ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი შვედეთს უჩივის

26 ნოე 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი შვედეთს უჩივის

შვედი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი შეუერთდა 600-ზე მეტ ბავშვს და მოზარდს, რათა შეიტანონ სარჩელი შვედეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ადეკვატური ზომების მიუღებლობის გამო.

სარჩელის თანახმად, შვედეთის კლიმატის პოლიტიკა არღვევს შვედეთის კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

”არ გვაქვს კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ გრძელვადიან დაცვას კლიმატის და გარემოსდაცვითი კრიზისების შედეგებისგან, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია”, - თქვა ტუნბერგმა ინტერვიუში.