LIVE

აშშ-ში Trump Plaza ააფეთქეს

18 თებ 202117:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1191

Trump Plaza, დონალდ ტრამპის მიერ აშენებული პირველი კაზინო, რომელიც ატლანტიკ-სითის ნაწილად იქცა, დემონტაჟის შედეგად 20 წამში დაინგრა. 39-სართულიანი შენობა ტალღისებურად ჩამოინგრა და მისი ადგილი მტვრის ღრუბელმა დაიკავა. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდებაში ტრამპის სახელი ფიგურირებს, ის წლებია შენობის მფლობელი აღარაა. თუმცა მისი დემონტაჟი ქალაქის დემოკრატმა მერმა, მარტი სმოლმა, მაინც სიმბოლურად შეაფასა.

"შენობის დანგრევა აღნიშნავს ახალი თავის დაწყებას, ახალი ეპოქის გარიჟრაჟს. ტრამპის ეპოქა ატლანტიკ-სითიში ოფიციალურად დასრულდება.”

მოქალაქეებმა მანქანებით 3 კილომეტრის დაშორებით, დემონტაჟის პროცესის სანახავად 10 დოლარი გადაიხადეს. 

1984 წელს აშენული შენობა ბოლო წლებში ცარიელი იყო. შენობიდან ბლოკების ჩამოცვენის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობას მისი დემონტაჟი დიდი ხანია სურდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თინა დევისი, სოფი ალექსანდრე და კრისტოფერ პალმერი