LIVE

ჩინეთში Covid-19-ის შემთხვევები პიკს აღწევს - ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უარესდება

24 ნოე 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 863
ჩინეთში Covid-19-ის შემთხვევები პიკს აღწევს - ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უარესდება

ჩინეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევები პიკს აღწევს, რაც მსოფლიოს მე-2 უდიდეს ეკონომიკაში რეგულაციების გამკაცრებას და ეკონომიკური პროგნოზის გაუარესებას იწვევს. 

ჩინეთში გუშინ 31 444-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის რეკორდულ მაჩვენებელს - 28 973-ს აჭარბებს.  

შექმნილი ეპიდსიტუაციის ფონზე, ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება ჩინეთის ნულოვანი კოვიდის პოლიტიკა, რაც ქონების ბაზართან ერთად, ანგრევს ეკონომიკას. 

ინვესტორებთან ერთად, რეგულაციები ადგილობრივი მოსახლეობისა და ქარხნების შეშფოთებასაც იწვევს. მათ შორისაა, iPhone-ის უმსხვილესი ქარხანა.

ამ ფონზე, დღეს ჩინური კომპანიების აქციების ფასები დაეცა. 

ფინანსურმა კომპანიამ, Nomura Holdings-მა, ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მეოთხე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8%-დან 2.4%-მდე, მთლიანი წლის პროგნოზი კი 2.9%-დან 2.8%-მდე შეამცირა.

ჩინეთის ხელმძღვანელობა ამ დრომდე ინარჩუნებს "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ მიდგომას ქვეყანა ადამიანების გადარჩენისა და სამედიცინო სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილების მოტივით ხსნის.