LIVE

"შავი პარასკევის" კვირეულში სულ უფრო მეტად იზრდება ონლაინ გაყიდვები - თორნიკე გურული

23 ნოე 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
"შავი პარასკევის" კვირეულში სულ უფრო მეტად იზრდება ონლაინ გაყიდვები - თორნიკე გურული

"შავი პარასკევის" კვირეულში, სავაჭრო ცენტრების დატვირთულობის ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება ონლაინ ვაჭრობის არეალი და მომხმარებელთა ნაწილი ცოცხალ რიგში დგომასთან შედარებით, სწორედ ონლაინ ვაჭრობას ანიჭებს უპირატესობას.

PR-ის სპეციალისტი, თორნიკე გურული "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ონლაინ ვებგვერდები მომხმარებლებს უკვე აფრთხილებენ მოსალოდნელი ფასდაკლებების შესახებ და ეს ტენდენცია ბოლო წლებში გააქტიურდა.

"საკმაოდ გააქტიურდნენ ონლაინ ვებგვერდები, რომლებმაც უკვე გაავრცელეს ინფორმაცია მოსალოდნელი ფასდაკლებების შესახებ. ახალ წლამდე ცოტა დროა დარჩენილი და ამიტომ, სტრატეგიულად მომგებიანია ცოტა ჩავარდნილი ნოემბრის ამოქაჩვა, იმისათვის რომ უფრო მეტი თანხა დააგენერირონ კომპანიებმა. თუ ჩვენ დავაკვირდებით დინამიკას, როგორ იცვლება წლების განმავლობაში შავი პარასკევის აქციები საქართველოში, მივხვდებით, რომ წელს უფრო მეტი კომპანია ერთვება და უფრო რეალური ხდება ფასდაკლებები, ვიდრე წლების წინ", - განაცხადა თორნიკე გურულმა.

ცნობისთვის, ონლაინ ვაჭრობის ტრენდი, პანდემიამდე დაიწყო, თუმცა კორონავირუსმა დააჩქარა მაღაზიების გაციფრულება და შეცვალა მომხმარებელთა ქცევაც. Adobe Analytics-ის თანახმად, 2021 წლის შავი პარასკევის შემდეგ, ე.წ. კიბერ ორშაბათს აშშ-ში ონლაინ შოპინგის რეკორდი მოიხსნა და ადამიანებმა 10 მილიარდ 700 ათასი აშშ დოლარი დახარჯეს.