LIVE

ლარი ევროსთან 4 თეთრით გამყარდა

21 ნოე 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 613
ლარი ევროსთან 4 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7178 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.99 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7814 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.