LIVE

რუსულ დიზელზე სანქციის ამოქმედებამდე, ევროპელი მოვაჭრეები მარაგების შევსებას ცდილობენ

21 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 525
რუსულ დიზელზე სანქციის ამოქმედებამდე, ევროპელი მოვაჭრეები მარაგების შევსებას ცდილობენ

ევროპელი მოვაჭრეები რუსულ დიზელზე სანქციის ამოქმედებამდე რეზერვების შევსებას ჩქარობენ, რადგან ალტერნატიული წყაროების რიცხვი შეზღუდულია.

ევროკავშირი რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებს კი 5 თებერვლიდან კრძალავს. 

ენერგეტიკული ანალიტიკური ფირმის Vortexa-ს ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, პამელა მუნგერის თქმით, ამსტერდამ-როტერდამ-ანტვერპენის (ARA) საწყობისთვის განკუთვნილი რუსული დიზელის ტვირთები 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე დღეში 215 000 ბარელამდე გაიზარდა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელზე 126%-ით მეტია.

Refinitiv-ის მონაცემების თანახმად, რუსეთიდან შეტანილმა დიზელმა ნოემბერში ევროპის საგზაო საწვავის მთლიანი იმპორტის 44% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 39% იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსულ საწვავზე ევროპის დამოკიდებულება 50%-ზე მეტს შეადგენდა, რუსეთი ამ დრომდე კონტინენტისთვის დიზელის უმსხვილესი მიმწოდებელია.

FGE-ის გადამუშავებისა და პროდუქტების ბაზრის ანალიტიკოსის, ევგენი ლინდელის თქმით, სანქციის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირს ჩასანაცვლებლად დღეში დაახლოებით 500-600 ათასი ბარელი დიზელი დასჭირდება. ექსპერტის თქმით, ევროკავშირი ამ საწვავს აშშ-დან, ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან მიიღებს.