LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სასტუმრო ZP Palace-მა მზის პანელები დაამონტაჟა

17 ნოე 202215:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 172
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სასტუმრო ZP Palace-მა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ZP Palace-მა, კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს.

„უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები ვართ. მათი ფინანსური მხარდაჭერით და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ. სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. კმაყოფილები ვართ „ჯეო ენერჯის“ მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ.

„საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით, მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

(R)