LIVE

პარიზში Galeries Lafayette-ის თანამშრომლებმა ნაძვის ხის ანთების ცერემონია ჩაშალეს

17 ნოე 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
პარიზში Galeries Lafayette-ის თანამშრომლებმა ნაძვის ხის ანთების ცერემონია ჩაშალეს

პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრის Galeries Lafayette-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ხელფასის მომატებას ითხოვენ, შენობის ისტორიული გუმბათის ქვეშ ნაძვის ხის ანთების ცერემონია ჩაშალეს.

"არ გვიხარია! არ გვიხარია!", - სკანდირებდნენ მომიტინგეები, რომლებიც პროფკავშირის დროშებს აფრიალებდნენ მაშინ, როცა ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ლიოტი სიტყვით გამოსვლას ცდილობდა. 

"დაუშვებელია, რომ 2022 წელს თვეში 1200 ევროს გამომუშავების უფლება არ მქონდეს", - ამბობს ფეხსაცმლის მაღაზიის კონსულტანტი.

სავაჭრო ცენტრი ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია.  

Galeries Lafayette-ის სპიკერმა მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს არ შეესაბამება ცენტრის სოციალური დიალოგის ხარისხს.

პროტესტი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ევროპელი საცალო მოვაჭრეები ელიან, რომ წელს მომხმარებლები დღესასწაულებზე ნაკლებ თანხას დახარჯავენ, ბიზნესის ხარჯები კი არ მცირდება, რაც მათთვის მოგების მარჟის შემცირებაზე მიუთითებს.