LIVE

რა ხდება სიგარეტის წვის დროს და რა საფრთხეს შეიცავს სიგარეტის კვამლი?

12 ნოე 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 44308
რა ხდება სიგარეტის წვის დროს და რა საფრთხეს შეიცავს სიგარეტის კვამლი?

სიგარეტის წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი 6000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 100 ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიურ ნივთიერებებად სახელდება. სწორედ  ამ მავნე ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების  მთავარი გამომწვევი მიზეზი და არა - ნიკოტინი.

თამბაქოს წვა 900°C-ზე მეტ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. შედეგად, თამბაქოს კვამლში დიდი რაოდენობით მავნე ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც სიგარეტის კვამლის შესუნთქვასთან ერთად ორგანიზმში ხვდება.

წვის პროცესის გარეშე, შესაძლებელია ორგანიზმზე ამ მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების  მნიშვნელოვანი  შემცირება. ტრადიციული მოწევის ალტერნატივა არსებობს - პროდუქტები, რომელშიც არ მიმდინარეობს წვის პროცესი: ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა და ნიკოტინის შემცველი პერორალური პროდუქტები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ  თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ არის სრულიად უსაფრთხო და შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

პარტნიორის მიერ მომზადებული მასალა