LIVE

ლარი ევროსთან 7.96 თეთრით გაუფასურდა

11 ნოე 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 8075
ლარი ევროსთან 7.96 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.82 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7179 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 7.96 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7910 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.