LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

10 ნოე 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 13523
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.67 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7261 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.32 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7114 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.